ქიმიური ექსპერიმენტები

30-11--0001 "ვულკანის ამოფრქვევა"

2019 წლის 13 დეკემბერს გაიმართა ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის წევრების სამუშაო შეხვედრა. კლუბის შემადგენლობას და საქმიანობას მე-8️⃣ კლასელი მოსწავლეებიც შემოუერთდნენ. ▫️კლუბის წევრმა ლიზი ჩხეიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: “ქცევის წესები ქიმიურ ლაბორატორიაში და გამართხილებელი ნიშნები ნივთიერებების ამოსაცნობად”. ▫️პრეზენტაცია მნიშვნელოვანი იყო, არა მარტო ქიმიურ ლაბორატორიაში ქცევის წესების გაცნობის, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა ნივთიერების გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. ▫️განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის ექსპერიმენტები (“ქაფის შადრევანი” და “ვულკანის ამოფრქვევა”), რომლებიც ქიმიის მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაატარეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა: ანასტასია ჯანელიძემ, მარიამ აბულაძემ, ლიზი ჯაფარიძე, ანა ლომთაძე, ნინი გაბრიჭიძემ, მარიამ ძაძამიამ, ნინი გაგუამ და ელენე ბასილაძემ.

ნანახია 1604-ჯერ